რა არის ჩაკრები და რაში ჭირდება ისინი ადამიანს?
ძველი სანსკრიტიდან ,,ჩაკრა“ ითარგმნება, როგორც ,,ბორბალი“. ჩვენს სიცოცხლეზე პასუხისმგებელია შვიდი ძირითადი ჩაკრა. ისინი განლაგებულნი არიან ხერხემლის სვეტის გასწვრივ. თითოეულ ჩაკრას თავისი ფუნქცია აქვს. ერთნი პასუხისმგებელნი არიან – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მეორენი – გონებრივ განვითარებაზე, მესამენი – ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე.
შვიდივე ჩაკრა მდებარეობს – ეთერულ ფაქიზ სხეულში. თითოეული ჩაკრის ცენტრიდან გამოდის თავისებური ღერო, რომელიც აკავშირებს მას ხერხემალთან. ამის წყალობით ჩაკრებს აქვთ წვდომა სუშუმნასთან. ეს ყველაზე მთავარი ენერგეტიკული მერიდიანია, რომელიც გადის ხერხემლის გასწვრივ. ის მიემართება ადამიანის თავიდან ქვემოთ და წარმოადგენს კოსმოსისა და მიწის ენერგიების დამაკავშირებელ რგოლს.
თითოეული ჩაკრა ბრუნავს ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. მარჯვნივ ბრუნვა იძლევა მამაკაცურ–იანურ ენერგიას. ეს არის ნებისყოფა, რომელიც მიმართულია მოქმედებაზე, ზოგჯერ აგრესია და ძალაუფლების სურვილი. მარცხნივ ბრუნვა შესაბამისად იზიდავს ქალურ ენერგიას. იგი ანიჭებს ადამიანს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მორჩილება, ბედისწერის მიღება, სისუსტე გარემო პირობების წინაშე.
თითოეული ჩაკრა უნიკალურია – მას გააჩნია თავისი ფერი, ბგერა და სტიქია.